სტრუკტურული მონაცემები. (სია - List)
სტრუკტურული მონაცემები არის, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზა ცოდნის, რომელიც პროგრამისტს შეიძლება გააჩნდეს, მისი მეშვეობით ხდება მონაცემებთან მუშაობა, სადაც პროგრამისტი ლოგიკური და მათემატიკური უნარებით ცდილობს უთხრას კომპიუტერს თუ როგორ დაამუშაოს დიდი ზომის ინფორმაცია, გამომდინარე აქედან სტუკტურული მონაცემი ალგორითმებთან ერთად არის საძირკველი ნებისმიერი სახის პროეკტის. სწორი ალგორითმის და სწორი სტრუკტურის შერჩევა გარანტია პროეკტის, რომელმაც მოთხოვნას დროსთან მიმართებაში უნდა გაუძლოს. ანუ კოდი არ უნდა იწერებოდეს 1 თვიანი ამოცანის ამოხსნისთვის. მისი მოვალეობაა დროში და სივრცეში იყოს მოთხოვნადი, გამართული და განახლებადი. როდესაც სახლის შენებას იწყებ ჯერ საძირკველას არჩევ და არჩევის შემდგომ იცი ამ საძირკველზე სახლი აშენდება თუ ცათამბრჯენი. სტრუკტურული მონაცემები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ რთულად დაიჯერებთ ალბათ, მაგრამ ის ჩვენ ყოველ-დღიურ ცხოვრებასაც აუმჯობესებს. აუმჯობესებს ცხოვრების დონეს, ხშირად სიცოცხლესაც არჩენს, ბევრმა ამ იდეით შეპყრობილმა ადამიანმა უზარმაზარი კომპანი...